ტრამპი/ზელენსკის შეხვედრა - ევროპული საბჭოს, ევროკომისიის პრეზიდენტის და ევროპარლამენტის ერთობლივი განცხადება

ტრამპი/ზელენსკის შეხვედრა - ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპარლამენტი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:
თქვენი ღირსება პატივს სცემს უკრაინელი ხალხის სიმამაცეს.
იყავი ძლიერი, იყავი მამაცი, იყავი უშიშარი. არასოდეს იქნები მარტო, ძვირფასო პრეზიდენტო(ზელენსკი).
ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის", - ნათქვამია განცხადებაში,
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი დატოვა. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.
უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების მოლაპარაკება მედიის თანდასწრებით მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რაომდენჯერმე დაიძაბა.