რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ის აგრესორია - მაია სანდუ

მოდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ტრამპი/ზელენსკის შეხვედრას განცხადებით ეხმაურება:
სიმართლე მარტივია.
რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. რუსეთი აგრესორია.
უკრაინა იცავს თავის თავისუფლებას და ჩვენსას.
ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი დატოვა. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.
უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების მოლაპარაკება მედიის თანდასწრებით მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რაომდენჯერმე დაიძაბა.