ანალენა ბერბოკი ტრამპი/ზელენსკის შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ტრამპი/ზელენსკის შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს:
უკრაინა მარტო არ არის. გერმანია ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ერთად დგას უკრაინის გვერდით და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. უკრაინას შეუძლია დაეყრდნოს გერმანიის, ევროპის და სხვა ქვეყნების ურყევ მხარდაჭერას. მათი დემოკრატიის დაცვა, სწრაფვა მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ ჩვენი საქმეცაა", -წერს ბერბოკი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი დატოვა. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.
უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების მოლაპარაკება მედიის თანდასწრებით მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რაომდენჯერმე დაიძაბა.