ტრამპმა და ვენსმა გამოაცხადეს, რომ რუსეთის მხარეს არიან რუსეთ-უკრაინის ომში - ბოლტონი
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
ტრამპმა და ვენსმა გამოაცხადეს, რომ რუსეთის მხარეს არიან რუსეთ-უკრაინის ომში. ეს არის კატასტროფული შეცდომა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. და მოდით განვმარტოთ: ტრამპი და ვენსი ახლა პირადად ფლობენ ამ პოლიტიკას. ეს არ არის ამერიკელების უმრავლესობის აზრი, მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისა" - წერს X-ზე ეროვნული ჯონ ბოლტონი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი დატოვა. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.
უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების მოლაპარაკება მედიის თანდასწრებით მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რაომდენჯერმე დაიძაბა.