არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად - შოლცი ტრამპი/ზელენსკის შეხვედრაზე

უკრაინას შეუძლია გერმანიის და ევროპის იმედი ჰქონდეს - გერმანიის ყოფილი კანცლერი ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელში ტრამპი/ზელენსკის შეხვედრას ეხმაურება:
არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. შესაბამისად, ვმუშაობთ საერთო გზაზე სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისკენ. უკრაინას შეუძლია გერმანიის და ევროპის იმედი ჰქონდეს", - წერს შოლცი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი დატოვა. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.
უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების მოლაპარაკება მედიის თანდასწრებით მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რაომდენჯერმე დაიძაბა.