"ჩემი გული უკრაინის მამაც ჯარისკაცებთან არის" - სიკორსკი

01.03.25 01:27
"ჩემი გული უკრაინის მამაც ჯარისკაცებთან არის" - სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრას ეხმაურება:

"ჩემი გული უკრაინის მამაც ჯარისკაცებთან არის, რომლებიც იცავენ თავისუფლების გალავანს აგრესიის, მტაცებლობისა და ნიჰილიზმის წინააღმდეგ. პოლონეთი მხარს დაუჭერს თავისუფალ უკრაინას სამართლიანი მშვიდობის მიღწევამდე".- წერს სიკორსკი. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი დატოვა. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.

უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების მოლაპარაკება მედიის თანდასწრებით მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რაომდენჯერმე დაიძაბა.