ტრამპი/ზელენსკის შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეხმაურება

01.03.25 01:40
ტრამპი/ზელენსკის შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეხმაურება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

"თქვენი ღირსება პატივს სცემს უკრაინელი ხალხის სიმამაცეს. იყავით ძლიერი, მამაცი, უშიშარი. თქვენ არასოდეს იქნებით მარტო, ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის".- წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი დატოვა. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.

უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების მოლაპარაკება მედიის თანდასწრებით მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რაომდენჯერმე დაიძაბა. 

მსგავსი სიახლეები