"ჩვენ ზურგს ვუმაგრებთ უკრაინელ ხალხს... მათი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა" - ბელგიის პრემიერი

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ტრამპი-ზელენსკის შეხვედრას ეხმაურება - ბარტ დე ვევერი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ბელგია რუსეთის წინააღმდეგ ისტორიულ ბრძოლაში უკრაინელი ხალხის გვერდით დგას.
ჩვენ ზურგს ვუმაგრებთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს, მათ ისტორიულ ბრძოლაში, რომ დაიცვან საკუთარი თავი რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის წინააღმდეგ. მათი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. ერთად ძლიერები ვართ!" - წერს ბელგიის პრემიერი.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.