უკრაინა არ არის დამნაშავე ამ ომში, რომელიც რუსეთის უკანონო შემოჭრამ გამოიწვია - ირლანდიის პრემიერი

01.03.25 09:58
უკრაინა არ არის დამნაშავე ამ ომში, რომელიც რუსეთის უკანონო შემოჭრამ გამოიწვია - ირლანდიის პრემიერი

თეთრ სახლში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართულ აუდიენციას ირლანდიის პრემიერი ეხმაურება - საიმონ ჰარისი პლატფორმა X-ზე წერს, რომ "უკრაინა არ არის დამნაშავე ამ ომში, რომელიც რუსეთის უკანონო შემოჭრამ გამოიწვია".

უკრაინა არ არის დამნაშავე ამ ომში, რომელიც რუსეთის უკანონო შემოჭრამ გამოიწვია. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ". - წერს ირლანდიის პრემიერი.

ცნობისთვის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.