დანია ამაყად დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით - მეტე ფრედერიკსენი

01.03.25 10:04
დანია ამაყად დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით - მეტე ფრედერიკსენი

აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას დანიის პრემიერ-მინისტრიც უცხადებს - მეტე ფრედერიკსენი დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ წერს, რომ დანია უკრაინის გვერდით ამაყად დგას. 

ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, დანია ამაყად დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით". - წერს დანიის პრემიერი. 

ცნობისთვის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.

მსგავსი სიახლეები