"ახალი ზელანდია მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას, რადგან ის თავს იცავს იმ ომში, რომელიც რუსეთმა დაიწყო" - ლუქსონი
თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, ახალი ზელანდიის პრემიერი ქვეყნის სახელით უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.
ახალი ზელანდია კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას, რადგან ის თავს იცავს იმ ომში, რომელიც რუსეთმა დაიწყო. ეს არის ამაყი, დემოკრატიული და სუვერენული ერის დაცვა, მაგრამ ასევე საერთაშორისო სამართლის დაცვა." - წერს ახალი ზელანდიის პრემიერი.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.