"ლუქსემბურგი თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინის გვერდით დგას" - ფრიდენი

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი, ლუკ ფრიდენი პლატფორმა X-ზე დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას ეხმაურება - ლუკ ფრიდენი წერს, რომ ლუქსემბურგი თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინის გვერდით დგას.
ლუქსემბურგი უკრაინის გვერდით დგას. თქვენ იბრძვით თქვენი თავისუფლებისთვის და საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც წესებზეა დაფუძნებული". - წერს ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.