"ნიდერლანდები მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას, გვინდა გრძელვადიანი მშვიდობა" - დიკ სხოფი

"ნიდერლანდები ისევე მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას, როგორც არასდროს" - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერი, დიკ სხოფი წერს და ზელენსკი-ტრამპის შეხვედრას ეხმაურება.
დიკ სხოფი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს გრძელვადიანი მშვიდობა და რუსეთის მიერ დაწყებული აგრესიული ომის დასრულება სურს.
ნიდერლანდები ისევე მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას, როგორც არასდროს. ახლა უფრო მეტად ვიდრე ოდესმე. ჩვენ გვინდა გრძელვადიანი მშვიდობა და რუსეთის მიერ დაწყებული აგრესიული ომის დასრულება უკრაინისთვის, მისი ხალხისთვის და ევროპისთვის". - წერს ნიდერლანდების პრემიერი.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.