ომის დასრულება იმაზე მეტად არავის სურს, ვიდრე უკრაინელებს - ზელენსკი

01.03.25 10:28
ომის დასრულება იმაზე მეტად არავის სურს, ვიდრე უკრაინელებს - ზელენსკი

თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუ Fox News მისცა - ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავლენიან მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ "ომის დასრულება იმაზე მეტად არავის სურს, ვიდრე უკრაინელებს". 

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, შეძლებს თუ არა უკრაინა აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე რუსეთის შეკავებას, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ "ეს რთული იქნება".

ომის დასრულება იმაზე მეტად არავის სურს, ვიდრე ჩვენ, უკრაინაში, რადგან ეს ჩვენი სიცოცხლისთვის ბრძოლაა. მჯერა, რომ ჩვენ (უკრაინა და აშშ) ერთ მხარეს უნდა ვიყოთ. ღია ვარ, მაგრამ რუსების მიმართ უკრაინელების დამოკიდებულებას ვერ შევცვლი - ისინი გვხოცავენ. ამერიკა ჩვენი მეგობარია. რუსეთი კი ჩვენი მტერი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ომის დასრულება არ გვსურს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.

მსგავსი სიახლეები