ბრიტანეთის პრემიერი ზელენსკისა და ტრამპს ესაუბრა

01.03.25 10:32
ბრიტანეთის პრემიერი ზელენსკისა და ტრამპს ესაუბრა

გავლენიანი გამოცემა BBC-ი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერზე დაყრდნობით წერს, რომ კირ სტარმერმა დონალდ ტრამპთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ სატელეფონო საუბარი გამართა. 

პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის ესაუბრა. ის უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას ინარჩუნებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე დამყარებული ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალი გზა იპოვოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.

მსგავსი სიახლეები