ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინას, ომში არასდროს უნდა აგვერიოს ერთმანეთში აგრესორი და მსხვერპლი - გერმანიის კანცლერი
გერმანიის ახლადარჩეული კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ოვალურ კაბინეტში ზელენსკისა და ტრამპს შორის გამართულ შეხვედრას ეხმაურება:
ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინას კარგ და ცუდ დროს. ამ საშინელ ომში არასდროს უნდა აგვერიოს ერთმანეთში აგრესორი და მსხვერპლი“, - წერს მერცი.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.