ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ, როგორც არასდროს - ჩეხეთის პრეზიდენტი

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი თეთრ სახლში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული შეხვედრის შემდეგ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ჩეხეთი უკრაინის გვერდით დგას.
ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ, როგორც არასდროს. დროა ევროპამ გააძლიეროს თავისი ძალისხმევა". - წერს ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.