უკრაინის შესაძლებლობა, დაიცვას თავი, არის კრიტიკული უკრაინელი ხალხის მომავლისთვის - ჯარედ პოლისი

01.03.25 10:46
უკრაინის შესაძლებლობა, დაიცვას თავი, არის კრიტიკული უკრაინელი ხალხის მომავლისთვის - ჯარედ პოლისი

"კოლორადოში მხარს ვუჭერთ თავისუფლებას. ჩვენ არ მოვემსახურებით სასტიკ რუს დიქტატორს, რომელიც არ არის ამერიკის, ჩვენი ინტერესებისა და ჩვენი მომავლის მეგობარი" - ამის შესახებ კოლორადოს შტატის გუბერნატორი, ჯარედ პოლისი წერს.

ჯარედ პოლისი აღნიშნავს, რომ კოლორადო უკრაინის გვერდით დგომას განაგრძობს და პუტინის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინელ ხალხს მხარს მტკიცედ უჭერს. 

კოლორადოში ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფლებას. ჩვენ არ მოვემსახურებით სასტიკ რუს დიქტატორს, რომელიც არ არის ამერიკის, ჩვენი ინტერესებისა და ჩვენი მომავლის მეგობარი. უკრაინის შესაძლებლობა, რომ დაიცვას მისი თავი პუტინის არალეგალური, სასტიკი თავდასხმისგან, არის კრიტიკული მათი თავისუფლებისთვის, უკრაინელი ხალხის მომავლისთვის და მნიშვნელოვანია ამერიკული გლობალური და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ამერიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერასა და საზღვრებს გარეთ დემოკრატიის დაცვაში. კოლორადო განაგრძობს უკრაინის გვერდით დგომას."- წერს X-ზე კოლორადოს გუბერნატორი, ჯარედ პოლისი.

ცნობისთვის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.

მსგავსი სიახლეები