"ტრამპის სამარცხვინო შოუ" - ამერიკელი კონგრესმენი თეთრ სახლში განვითარებულ მოვლენებზე
თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის დროს განვითარებულ მოვლენებს ამერიკელი კონგრესმენი, ნენსი პელოსი "ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სამარცხვინო შოუდ" მოიხსენიებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის ეს შესაძლოა, ძალის დემონსტრირება ყოფილიყო, რომ ოვალურ კაბინეტში უკრაინის არჩეული ლიდერი მიეყვანა და მასთან ღირსეულად ესაუბრა. მაგრამ ამას ვერასდროს ვერ გავიგებთ ტრამპის სამარცხვინო შოუს შემდეგ. პუტინი სიხარულისგან აღსავსე უნდა იყოს დღევანდელი სპექტაკლით. ამ კვირას გაეროში რუსეთთან თანხვედრაში შეერთებული შტატების ხმის შემდეგ შემაშფოთებელი მოდელი ჩამოყალიბდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიებისადმი ამერიკის დიდი ხნის მხარდაჭერის საწინააღმდეგოა", - წერს პელოსი.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.