"უკრაინა რუსული აგრესიის მსხვერპლია, ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის" - რინკევიჩი

"უკრაინა რუსული აგრესიის მსხვერპლია, ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის" - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა პლატფორმა X-ზე დაწერა.
თეთრ სახლში ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ, რინკევიჩმა ლატვიის სახელით უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუფიქსირა.
უკრაინა რუსული აგრესიის მსხვერპლია. ის ომს მრავალი მეგობრისა და პარტნიორის დახმარებით ებრძვის. ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. დიპლომატია ზოგჯერ შეუძლებელის ხელოვნებაა რთულ ვითარებაში. ლატვია უკრაინის გვერდით დგას". - წერს ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩსი.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.