"ფინეთი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. გავაგრძელებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ" - ორპო

01.03.25 10:59
"ფინეთი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. გავაგრძელებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ" - ორპო

დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შემდგარი აუდიენციის შემდეგ, ფინეთი უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს. 

ფინეთის პრემიერი პლატფორმა X-ზე წერს, რომ საჭიროა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება. 

ფინეთი და ფინელი ხალხი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას და მუშაობას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ". - წერს ფინეთის პრემიერმინისტრი, პეტერი ორპო.

ცნობისთვის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.

მსგავსი სიახლეები