ტრამპი-ზელენსკის შეხვედრა - ამერიკის პრეზიდენტი კომენტარს აკეთებს

01.03.25 11:29
ტრამპი-ზელენსკის შეხვედრა - ამერიკის პრეზიდენტი კომენტარს აკეთებს

ოვალურ კაბინეტში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს - ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ "ზელენსკის გადმოსახედიდან შეხვედრა წარმატებული არ გამოვიდა".

"ზელენსკი არის ადამიანი, რომელსაც სურს ხელი მოვაწეროთ და ბრძოლა გავაგრძელოთ. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ" - ამბობს დონალდ ტრამპი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდებს, თეთრ სახლში მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდეს, როდესაც მშვიდობის დასამყარებლად მზად იქნება. 

მისი გადმოსახედიდან შეხვედრა წარმატებული არ გამოვიდა. მან მეტისმეტი მოინდომა. მე მშვიდობის მიღწევა მსურს. ჩვენ ათწლიან ომსა და თამაშებში ჩართვას არ ვაპირებთ. მე სასწრაფოდ მშვიდობის მიღწევა მსურს. პრეზიდენტ პუტინს მისი დასრულება სურს, მას ამის დასრულება სურს. თქვენც ის ნახეთ, რაც დღეს მე ვნახე: ეს (ზელენსკი) არის ადამიანი, რომელსაც სურს ხელი მოვაწეროთ და ბრძოლა გავაგრძელოთ. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.

მსგავსი სიახლეები