"ტრამპის უხერხული ერთგულება პუტინისა და რუსეთისადმი არის სამარცხვინო და საშიში" - ილინოისის გუბერნატორი
"პრეზიდენტ ტრამპის უხერხული ერთგულება პუტინისა და რუსეთისადმი არის სამარცხვინო და საშიში" - ამის შესახებ ილინოისის შტატის გუბერნატორი, ჯეიბი პრიცკერი წერს.
ჯეიბი პრიცკერი ილინოისის სახელით უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.
პრეზიდენტ ტრამპის უხერხული ერთგულება პუტინისა და რუსეთისადმი არის სამარცხვინო და საშიში. ილინოისი დგას უკრაინის გვერდით და ასე უნდა მოიქცეს თეთრი სახლიც." - წერს X-ზე ილინოისის შტატის გუბერნატორი, ჯეიბი პრიცკერი.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.