"უკრაინა ჩვენი პარტნიორია, პუტინი არა, ეს არ არის რთული" - ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ოვალურ კაბინეტში ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.
ქეითი ჰოჩული X-ზე წერს, რომ უკრაინა ამერიკის პარტნიორია, პუტინი კი არა.
უკრაინა ჩვენი პარტნიორია. პუტინი არა. ეს არ არის რთული. მე ამაყი გუბერნატორი ვარ შტატის, სადაც მთელ ამერიკაში ყველაზე მეტი უკრაინელი ცხოვრობს. ეს პრეზიდენტი შეიძლება არ იდგეს დემოკრატიის გვერდით, მაგრამ ჩვენ დავდგებით." - წერს X-ზე ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ქეითი ჰოჩული X-ზე.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.