"ფინეთი მხარს უჭერს უკრაინას, თქვენ არასდროს ხართ მარტო" - ანტი ჰაკანენი
ფინეთის თავდაცვის მინისტრი ზელენსკისა და ტრამპის აუდიენციის შემდეგ უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.
ანტი ჰაკანენი პლატფორმა X - ზე წერს, რომ ფინეთი მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და მათ ბრძოლას თავისუფლებისთვის.
ფინეთი მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და მათ ბრძოლას თავისუფლებისთვის. თქვენ არასდროს ხართ მარტო", - წერს ანტი ჰაკანენი.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.