"კვიპროსი დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით" - საგარეო

01.03.25 18:01
"კვიპროსი დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით" - საგარეო

კვიპროსის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს:

კვიპროსი დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ომის გადაწყვეტისთვის საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული სისტემის შესაბამისად, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით. მთავარია ამ მიზნით დიალოგის გაგრძელება." -ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.