დაპირისპირება თეთრ სახლში სამწუხაროა, პუტინს თავს გამარჯვებულად აგრძნობინებს - ინგლისელი პარლამენტარი

დაპირისპირება თეთრ სახლში სამწუხაროა, პუტინს თავს გამარჯვებულად აგრძნობინებს - ასე ეხმაურება ბრიტანეთის ევროსკეპტიკური „რეფორმის“ პარტიის ლიდერი და პარლამენტარი ნაიჯელ ფარაჯი ტრამპი/ზელენსკის შეხვედრას თეთრ სახლში.
წუხანდელი დაპირისპირება თეთრ სახლში სამწუხაროა და პუტინს თავს გამარჯვებულად აგრძნობინებს. მაგრამ ეს დასასრულისგან შორს დგას. სამშვიდობო გარიგება მნიშვნელოვანია და უკრაინას სჭირდება სწორი უსაფრთხოების გარანტია", -წერს პოპულისტი პოლიტიკოსი.
28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.