უკრაინის საგარეო: ვგმობთ და არ ვაღიარებთ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში

01.03.25 19:42
უკრაინის საგარეო: ვგმობთ და არ ვაღიარებთ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.

უკრაინა გმობს და არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,” - ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია. ე.წ. პრეზიდენტობისთვის ორი "კანდიდატი", ადგურ არძინბა და ბადრა გუნბა იბრძვის.