პოლონეთის პრეზიდენტი: ვერ ვხედავ ძალას მსოფლიოში, აშშ-ს გარდა, რომელსაც რუსეთის შეჭრის დასრულება შეუძლია

ვერ ვხედავ ძალას მსოფლიოში, აშშ-ს გარდა, რომელსაც რუსეთის შეჭრის დასრულება შეუძლია - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდაწერს .
მისი თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება არის საჭირო.
დუდას თქმით, პრეზიდენტი ზელენსკი ამ მაგიდასთან უნდა დაჯდეს და მოილაპარაკოს ისეთი გამოსავალი, რომელიც უკრაინას უსაფრთხოს და დაცულს გახდის.
უკრაინაში 2014 წელს დაწყებული ომის დასრულების სხვადასხვა მცდელობები იყო. ამ დროის განმავლობაში ტარდებოდა მოლაპარაკებები - ამავდროულად რუსეთთან და ამან არანაირი შედეგი არ გამოიღო. რუსეთმა 2022 წელს სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო. ამ მომენტიდან ვერავინ შეძლო აგრესიის დასრულება. დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, ამის გაკეთება სცადოს.
ვერ ვხედავ ძალას მსოფლიოში, აშშ-ს გარდა, რომელსაც რუსეთის შეჭრის დასრულება შეუძლია. მათი შესაძლებლობები შეუდარებელია. ვიმედოვნებ, რომ ასეთი პოლიტიკა შედეგად ამის [ომის] დასრულებას გამოიღებს.
გუშინ ჩვენ ჩიხი ვიხილეთ. წინა კვირას ვაშინგტონში ჩემს ვიზიტამდე პრეზიდენტ ზელენსკის ველაპარაკე. მას გადავეცი, რომ, ჩემი აზრით, პრეზიდენტ ტრამპთან მშვიდი მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს და რომ შეთანხმების ძიება არის საჭირო, ერთობლივი გადაჭრის.
მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება არის საჭირო. პრეზიდენტი ზელენსკი ამ მაგიდასთან უნდა დაჯდეს და მოილაპარაკოს ისეთი გამოსავალი, რომელიც უკრაინას უსაფრთხოს და დაცულს გახდის.
28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.