მაკრონი - თუ არსებობს პირი, რომელიც მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება, ის მოსკოვშია
თუ არსებობს პიროვნება, რომელიც მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება, ის კიევში არ არის, ის მოსკოვშია, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა RTP-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უსაფრთხოების ელემენტები უნდა აიწიოს დღეისთვისა და ხვალისთვის უკრაინასა და ევროპაში.
„უნდა ვიმოქმედოთ უკრაინისთვის ჩვენი დახმარების მიცემით, ვინაიდან საკუთარი ლეგიტიმური ინტერესების დაცვით ის ჩვენი უსაფრთხოების წინ ხაზზეა" - ამბობს პრეზიდენტი.
თუმცა არის ერთი რამ, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს იმ დროს, როდესაც დებატებია. თუ ვინმე ეთამაშება მესამე მსოფლიო ომს, ეს ვლადიმირ პუტინია. მან დაიწყო აგრესიული ომი სამი წლის წინ, მან ჩამოიყვანა 10 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ევროპულ მიწაზე, ის წავიდა ირანული დრონების მისაღებად, ეხმარებოდა ირანს მის ბირთვულ პროგრამაში, რათა ევროპულ მიწაზე გამოეყენებინა.
მან გააღრმავა ჩინეთთან კავშირები, რომლისგანაც ორმაგი დანიშნულების მასალებს იღებს. ასე რომ, თუ არსებობს პიროვნება - სინამდვილეში მისგან ბირთვული იარაღით მუქარები მოგვისმენია - რომელიც მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება, ის კიევში არ არის, ის მოსკოვშია“, - განაცხადა მაკრონმა.
28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.