დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი: ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით, რამდენიც ხანიც იქნება საჭირო

01.03.25 23:46
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი: ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით, რამდენიც ხანიც იქნება საჭირო

გაერთიანებული სამეფოსგან სრული მხარდაჭერა გაქვთ, ჩვენ ვიდგებით თქვენ გვერდით, უკრაინის გვერდით, რამდენიც ხანიც იქნება საჭირო - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ბრიტანეთის გადაწყვეტილება აბსოლუტურად მტკიცეა:

იმედი მაქვს, თქვენ გაიგეთ ქუჩაში შეძახილების ნაწილი - ბრიტანელი ხალხი გამოდის და გამოხატავს, რამდენად გიჭერს მხარს თქვენ, რამდენად უჭერს მხარს უკრაინას და ჩვენს აბსოლუტურად მტკიცე გადაწყვეტილებას, ურყევ გადაწყვეტილებას, რომ ვიდგეთ თქვენს გვერდით და მივაღწიოთ იმას, რისი მიღწევაც ორივეს გვსურს - ეს არის  გრძელვადიანი მშვიდობა, გრძელვადიანი მშვიდობა უკრაინისთვის, რომელიც სუვერენიტეტსა და უკრაინის უსაფრთხოებას ეფუძნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია გაერთიანებული სამეფოსთვის"- აღნიშნა კირ სტარმერმა.

მსგავსი სიახლეები