ბერბოკი: "მტერზე არავინ უნდა შეცდეს, ის მხოლოდ კრემლში ზის"

01.03.25 23:58
 ბერბოკი: "მტერზე არავინ უნდა შეცდეს, ის მხოლოდ კრემლში ზის"

ევროპულმა ქვეყნებმა მასიურად უნდა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები, რათა შეცვალონ სტრატეგიული ლანდშაფტი - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. 

ანალენა ბერბოკი ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ "უკანონობის ახალი ერა დაიწყო". 

ბერბოკი საკუთარი ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, დამატებითი 3 მილიარდი ევრო (3,1 მილიარდი დოლარი) დახმარება გამოყოს უკრაინისთვის.

"თეთრი სახლის სკანდალმა ნათლად აჩვენა, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და კანონის უზენაესობა უფრო მეტად უნდა იყოს დაცული, ვიდრე ოდესმე, ძლიერთა ძლევამოსილებისგან. ვინ არის სასტიკი აგრესორი და ვინ არის მამაცი დამცველი უკრაინის წინააღმდეგ ამ ომში, ვინ არის კრიმინალი და ვინ არის მსხვერპლი – ამაში ეჭვი არავის ეპარება; მტერზე არავინ უნდა შეცდეს, ის მხოლოდ კრემლში ზის," - ამბობს ბერბოკი.