რთული იქნება, მაგრამ ერთად ყველაფერს დავძლევთ - ზელენსკის ფოტო და გზავნილი ბრიტანეთიდან

"ეს ომი გვცდის გამძლეობასა და სიმამაცეში და ასევე აჩვენებს ნამდვილ მეგობრებს"- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი წერს.
ვოლიდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთიდან ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მას აეროპორტში უკრაინის ელჩი და შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი დახვდა:
"ეს ომი გვცდის გამძლეობასა და სიმამაცეში და ასევე აჩვენებს ნამდვილ მეგობრებს. ლონდონში ამ დღეებში ბევრს ისაუბრებენ უკრაინასა და შემდგომ მხარდაჭერაზე. რთული იქნება, მაგრამ ერთად ყველაფერს დავძლევთ" - წერს ზალუჟნი.
ვოლოდიმირ ზელენსკისა და კირ სტარმერის შეხვედრისას სპეციალური ხელშეკრულება გაფორმდა, საიდანაც ირკვევა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისთვის 2.6 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს.