ზელენსკი: £2.26 მილიარდი უკრაინაში იარაღის წარმოებას მოხმარდება და გაყინული რუსული აქტივებიდან ანაზღაურდება

02.03.25 01:20
ზელენსკი: £2.26 მილიარდი უკრაინაში იარაღის წარმოებას მოხმარდება და გაყინული რუსული აქტივებიდან ანაზღაურდება

ომის დამწყებმა უნდა გადაიხადოს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. 

ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრისა და გაფორმებული ხელშეკრულებას აფასებს. 

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული  £2.26 მილიარდი უკრაინაში იარაღის წარმოებას მოხმარდება. 

რაც შეეზება მაღალი დონის შეხვედას ზელენსკი წერს: 

ლონდონი. მნიშვნელოვანი და თბილი შეხვედრა პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან. საუბრების დროს განვიხილეთ უკრაინის და მთელი ევროპის წინაშე არსებული გამოწვევები, პარტნიორებთან კოორდინაცია, კონკრეტული ნაბიჯები უკრაინის პოზიციის გასაძლიერებლად და ომის დასრულებისთვის სამართლიანი მშვიდობით, უსაფრთხოების საიმედო გარანტიებით.

პრინციპული მხარდაჭერის სიტყვები ბატონი პრემიერისგან და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: დღეს, ჩვენი თანდასწრებით, უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ ხელი მოაწერეს სასესხო შეთანხმებას. ეს სესხი უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს გაზრდის და გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მიღებული შემოსავლებიდან ანაზღაურდება. თანხა უკრაინაში იარაღის წარმოებას მოხმარდება. ეს არის ნამდვილი სამართალი: ომის დამწყებმა უნდა გადაიხადოს.

მადლობა ხალხს და დიდი ბრიტანეთის მთავრობას ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის ამ ომის დაწყებიდან დღემდე. მოხარულები ვართ, რომ გვყავს ასეთი სტრატეგიული პარტნიორები და ვიზიარებთ ხედვას, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს უსაფრთხო მომავალი ყველასთვის." - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

ვოლოდიმირ ზელენსკისა და კირ სტარმერის შეხვედრისას სპეციალური ხელშეკრულება გაფორმდა, საიდანაც ირკვევა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისთვის 2.6 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს.