რუმინეთში ასაფეთქებელი მუხტის მქონე რუსული დრონის ნამსხვრევები ჩავარდა

02.03.25 10:19
რუმინეთში ასაფეთქებელი მუხტის მქონე რუსული დრონის ნამსხვრევები ჩავარდა

რუმინეთში, მოლდოვას საზღვართან, ასაფეთქებელი მუხტის მქონე რუსული უპილოტო თვითმფრინავის ფრაგმენტები იპოვეს. ინფორმაციას ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ადგილი, სადაც ნამსხვრევები იპოვეს, მდებარეობს მოლდოვას საზღვრიდან დაახლოებით 500 მეტრში, სოფელში, სადაც ინფრასტრუქტურული ელემენტები არ არის.

გამომძიებლების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ფრაგმენტები რუსული წარმოების უპილოტო საფრენს ეკუთვნის, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.


შეგახსენებთ, რომ ყოველ ღამე რუსები უკრაინას თავს დრონებით ესხმიან. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დროს რუსული თვითმფრინავების ნამსხვრევები არაერთხელ დაეცა რუმინეთის ტერიტორიაზე.

მსგავსი სიახლეები