მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ინგლისია - დიდ ბრიტანეთში დღეს უკრაინის საკითხზე საგანგებო სამიტი გაიმართება

02.03.25 11:13
მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ინგლისია -  დიდ ბრიტანეთში დღეს უკრაინის საკითხზე საგანგებო სამიტი გაიმართება

მსოფლიო ყურადღება ლონდონისკენაა მიპყრობილი. ბრიტანეთში დღეს უკრაინის საკითხზე საგანგებო სამიტი გაიმართება. ევროპელ ლიდერებთან ერთად შეხვედრას დაესწრება ნატოს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი. დღეს გადაწყდება, როგორ დაეხმარება ევროპა ოვალური კაბინეტის დიპლომატიური სკანდალის შემდეგ ომში მყოფ ქვეყანას.

ბრიტანეთის მტავორბის მიერ გავარცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ განხილვის მთავარი საკითხები უკრაინის პოზიციების გაძლიერება, მათ შორის მუდმივი სამხედრო მხარდაჭერა და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება იქნება.

ტრამპის მოულოდნელი განცხადებების შემდეგ ევროპა მოქმედებაზეა გადასული. მსოფლიო მედია წერს, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დემონსტრაციული და საჯარო გულთბილი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან იმის მანიშნელია, რომ ევროპა უკრაინის გვერდით დგას და ომში დაუცველს არ დატოვებს.

უკვე ცნობილია, რომ 6 მარტს ევროკავშირის სამიტია ჩანიშნული და არ არის გამორიცხული, რომ უკრაინას ასობით მილიარდის დახმარება დაუმტკიცონ.