დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების სამიტი იხსნება - ლონდონში ევროპელი ლიდერები იკრიბებიან

02.03.25 17:07
დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების სამიტი იხსნება - ლონდონში ევროპელი ლიდერები იკრიბებიან

ლონდონში ევროპელი ლიდერები იკრიბებიან. დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების სამიტი იხსნება. მასპინძელი, პრემიერი სტრამერი უკვე ადგილზეა. პრემიერის რეზიდენციაში ცოტა ხნის წინ მივიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც. ლონდონში უკვე ჩავიდნენ კანადრის პრემიერ-მინისტრი, ევროსაბჭოს, ევროკომისიის პრეზიდენტებიც. ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა იტალიის პრემიერ ჯორჯია მელონსა და კიმ სტრამერს შორისაც. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ყურადღება დღეს ლონდონისკენაა მიპყრობილი. ბრიტანეთში დღეს უკრაინის საკითხზე საგანგებო სამიტი გაიმართება. ევროპელ ლიდერებთან ერთად შეხვედრას დაესწრება ნატოს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი. დღეს გადაწყდება, როგორ დაეხმარება ევროპა ოვალური კაბინეტის დიპლომატიური სკანდალის შემდეგ ომში მყოფ ქვეყანას.