აშშ და უკრაინა ევროპელებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ - ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანა ნაუსედა მიიჩნევს, რომ აშშ და უკრაინა ევროპელებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ. მისი თქმით, ნატოს აღმოსავლეთი ფლანგი უსაფრთხოება შესაძლოა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ელემენტი იყოს.
მნიშვნელოვანი დისკუსია გაიმართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტრამერთან და ბალტიისპირეთის სხვა ლიდერებთან. ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ჩვენი ძალისხმევა ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირის შესანარჩუნებლად. აშშ და უკრაინა ევროპელებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ. ნატოს აღმოსავლეთი ფლანგის უსაფრთხოება პრიორიტეტია - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესაძლო ელემენტი, - ამბობს ნაუსედა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ყურადღება დღეს ლონდონისკენაა მიპყრობილი. ბრიტანეთში დღეს უკრაინის საკითხზე საგანგებო სამიტი გაიმართება. ევროპელ ლიდერებთან ერთად შეხვედრას დაესწრება ნატოს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი. დღეს გადაწყდება, როგორ დაეხმარება ევროპა ოვალური კაბინეტის დიპლომატიური სკანდალის შემდეგ ომში მყოფ ქვეყანას.