მივდივარ ლონდონში, რათა ხაზი გავუსვა ევროპის მუდმივ მხარდაჭერას უკრაინისადმი - ურსულა ფო დერ ლაიენი

02.03.25 17:21
მივდივარ ლონდონში, რათა ხაზი გავუსვა ევროპის მუდმივ მხარდაჭერას უკრაინისადმი - ურსულა ფო დერ ლაიენი

მივდივარ ლონდონში, რათა ხაზი გავუსვა ევროპის მუდმივი მხარდაჭერას უკრაინისადმი, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი საუბრობს. ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა არის ძალა, ხოლო სისუსტე უფრო მეტ ომს შობს. 

მივდივარ ლონდონში, რათა ხაზი გავუსვა ევროპის მუდმივი მხარდაჭერას უკრაინისადმი, რომელსაც შეუძლია, გამოიწვიოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში. მშვიდობისკენ მიმავალი გზა არის ძალა. სისუსტე უფრო მეტ ომს შობს. ევროპის  თავდაცვის გაძლიერების პარალელურად, მხარს დავუჭერთ უკრაინას, - ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.  

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ყურადღება დღეს ლონდონისკენაა მიპყრობილი. ბრიტანეთში დღეს უკრაინის საკითხზე საგანგებო სამიტი გაიმართება. ევროპელ ლიდერებთან ერთად შეხვედრას დაესწრება ნატოს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი. დღეს გადაწყდება, როგორ დაეხმარება ევროპა ოვალური კაბინეტის დიპლომატიური სკანდალის შემდეგ ომში მყოფ ქვეყანას.   

მსგავსი სიახლეები