ევროპის როლი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში - ლონდონში ევროპელი ლიდერების სამიტი იმართება
ლონდონი, 1 მარტი, დაუნინგ სთრითის 10 ნომერი - ვოლოდიმირ ზელენსკის ორჯერ ჩახუტებით და ორი გულთბილი მიღებით ბრიტანეთის პრემიერმა ტრამპის ადმინისტრაციას მთავარი მესიჯი გაუგზავნა. ევროპა უკრაინას მარტო არ დატოვებს. ყველამ ეს ამოიკითხა კირ სტარმერის დემონსტრაცულ ქმედებაში, რომელიც საკუთარი რეზიდენციიდან ქუჩაში გავიდა და ხალხის ოვაციების ფონზე ვაშინგტონიდან ლონდონში ჩასულ უკრაინის პრეზიდენტს სახალხოდ ჩაეხუტა. ამ ჩახუტებას ისტორიული დოკუმენტის გაფორმებაც მოჰყვა. ლონდონი კიევს სამი მილიარდიი ფუნტი სტერლინგით დაეხმარება.
თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის სკანდალმა, ფაქტია, მსოფლიო პოლიტიკაში დიდი ძვრები გამოიწვია. ევროპელი ლიდერები ახლა უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაზე მსჯელობენ.
ლონდონში ამ წუთებშიც ევროპული ქვეყნების პირველი პირები იმყოფებიან. დიდ ბრიტანეთშია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კანადის პრემიერი, ევროკომისიის და ევროსაბჭოს პრეზიდენტებიც. დღეს გადაწყდება, რას მოიმოქმედებს ევროპა რუსეთ -უკრაინის ომის შესაჩერებლად.
ლიდერობას საკუთარ თავზე ლონდონი და პარიზი იღებენ. სწორედ ეს ორი ქვეყანა აპირებს უკრაინასთან ერთად ბრძოლის შეწყვეტის გეგმა შეიმუშავონ.
BBC-ის კითხვაზე, თუ რა იქნება წითელი ხაზი რუსეთსა და უკრაინას შორის, სტარმერმა პასუხის გაცემაზე უარი თქვა. ბრიტანეთის პრემიერი პუტინს არ ენდობა, თუმცა ნდობა აქვს დონალდ ტრამპის მიმართ. სტარმერი ფიქრობს, რომ ზელენსკისა და ტრამპს შორის ჩატეხილი ხიდების აღდგენის გარეშე ომისს დასრულება გაჭირდება. "ბლუმბერგი" წერს, რომ სტარმერი დღეს ლონდონში სამიტზე მოითხოვს, ფრთხილი საუბრები ყველამ დაივიწყოს და კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდნენ.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.