ჩვენ უკრაინასთან ვართ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება - სტრამერი
ჩვენ, ყველანი თქვენთან, უკრაინასთან ვართ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ლონდონში, უკრაინის საკითხზე მიმდინარე სამიტის გახსნისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინისთვის კარგი შედეგის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ერის უსაფრთხოებისთვის.
ახლა ევროპის უსაფრთხოებისთვის დგას მომენტი, რომელიც თაობაში ერთხელ ხდება. უკრაინისთვის კარგი შედეგის მიღება არ არის მხოლოდ „სწორია თუ არასწორიას“ საკითხი, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ერის უსაფრთხოებისთვის, როგორც აქ წარმოდგენილი, ასევე სხვა მრავალი ქვეყნისთვის. ჩვენ, ყველანი თქვენთან, უკრაინასთან ვართ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, - განაცხადა სტარმერმა.
ლონდონში უკრაინის საკითხზე მსოფლიო ლიდერების სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მასპინძლობს. ევროპელ ლიდერებთან ერთად შეხვედრას ესწრება ნატოს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი. დღეს გადაწყდება, როგორ დაეხმარება ევროპა ოვალური კაბინეტის დიპლომატიური სკანდალის შემდეგ ომში მყოფ ქვეყანას.