ომის გაგრძელებით პუტინის გარდა არავინაა დაინტერესებული, უკრაინას უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები სჭირდება - ზელენსკი

02.03.25 19:44
ომის გაგრძელებით პუტინის გარდა არავინაა დაინტერესებული, უკრაინას უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები სჭირდება - ზელენსკი

მადლობელი ვარ იტალიის უკრაინაში მშვიდობის მიღწევის საქმეში მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან შეხვედრის შემდეგ X-ზე დაწერა. ზელენსკის თქმით, ომის გაგრძელებით პუტინის გარდა არავინაა დაინტერესებული, უკრაინას კი უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. 

პროდუქტიული შეხვედრა მქონდა იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონისთან, ომის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით დასასრულებლად ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით.

ომის გაგრძელებით და ხელახლა გაჩაღებით პუტინის გარდა არავინაა დაინტერესებული. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია უკრაინის ირგვლივ ერთიანობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაძლიერება ჩვენს მოკავშირეებთან - ევროპისა და შეერთებული შტატების ქვეყნებთან თანამშრომლობით.

უკრაინას სჭირდება მშვიდობა, რომელიც გამყარებული უსაფრთხოების ძლიერი გარანტიებით.

მადლობელი ვარ იტალიის,  უკრაინაში მშვიდობის მიღწევის საქმეში მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის, - დაწერა ზელენსკიმ.