"დავთმობ პოსტს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ" - ზელენსკი არჩევნების შესახებ კითხვაზე

03.03.25 10:33
"დავთმობ პოსტს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ" - ზელენსკი არჩევნების შესახებ კითხვაზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა დათმოს პოსტი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სანაცვლოდ. ამის შესახებ მან Sky News-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც ჰკითხა, როგორ ხედავს უკრაინაში არჩევნების ჩანიშვნის პერსპექტივას. 

ზელენსკის თქმით, ბოლო მოვლენების ფონზე მხარდაჭერის გათვალისწინებით, მისი „შეცვლა“ ადვილი არ იქნება:

არ არის საკმარისი მხოლოდ არჩევნების ჩატარება, თქვენ უნდა მოახერხოთ, რომ არჩევნებზე არ დამიშვან. ეს რთულია, რადგან ჩემთან მოლაპარაკებებს საჭიროებს. მე კი ვთქვი, რომ დავთმობ პოსტს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ. თუ ომი დასრულდა და უკრაინა ნატოს წევრი გახდება, ეს ნიშნავს, რომ ჩემი მისია შევასრულე, - თქვა ზელენსკიმ. 

მსგავსი სიახლეები