ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-თან შეთანხმების გასაფორმებლად მზადაა

03.03.25 11:10
ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-თან შეთანხმების გასაფორმებლად მზადაა

ზელენსკი ტრამპთან შეთანხმების გასაფორმებლად მზად არის. ლონდონის სამიტის შემდეგ BBC-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ თანახმაა, ხელი მოაწეროს მინერალებზე შეთანხმებას. 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ აშშ-თან კონსტრუქციული დიალოგი სურს. მისი თქმით, თუ ამერიკა ომში მყოფ ქვეყანას აღარ დაეხმარება, ეს წყალს მხოლოდ პუტინის წისქვილზე დაასხამს. ზელენსკი ამბობს, რომ თუკი ვაშინგტონში კვლავ მიიწვევენ, ის იქ აუცილებლად ჩავა. 

ჩვენ არცერთ ნაბიჯს უკან არ გადავდგამთ. ეს არის ჩვენი პოლიტიკა. მიუხედავად იმისა, რაც მოხდა, ჩვენ ვართ კონსტრუქციულები. თუ მინერალების შესახებ შეთანხმება შეერთებულ შტატებთან შედგება, ჩვენი მხრიდან მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ. გულწრფელად ვფიქრობ, რომ შტატებიც მზად იქნება ამისთვის. შეიძლება, სჭირდებათ დრო, რომ რაღაცეები გაანალიზონ. ჩვენი ურთიერთობები შტატებთან გაგრძელდება, რადგან ეს არის ურთიერთოები, რომელიც სცდება კონკრეტულ მომენტს. ჩვენ უნდა ვიყოთ ღია. უკრაინა შეიძლება არ არის უდიდესი ქვეყანა, მაგრამ ყველა ხედავს, როგორ იბრძვის ის თავისი დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებსთვის. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ შეერთებული შტატების დახმარების იმედი გვაქვს. ვფიქრობ, ასეთი დახმარების შეწყვეტა მხოლოდ პუტინს დაემხარება. ამიტომ ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატები და ცივილიზებული სამყაროს წარმომადგენლები, მსოფლიო ლიდერები არ დაეხმარებიან პუტინს. თუ ამერიკის შეერთებული სტატების პრეზიდენტი მიმიწვევს კონსტრუქციული დიალოგისთვის, მე დავიცავ იმ ქვეყნის ინტერესებს, რომელიც ძალიან არის დამოკიდებული პარტნიორების მხარდაჭერაზე. ასე რომ, თუ მიმიწვევენ კონსტრუქციული დიალოგისთვის, რეალური პრობლემების გადასაჭრელად, მე იქ ვიქნები, - განაცხადა ზელენსკიმ.

2 მარტს დიდმა ბრიტანეთმა უმასპინძლა სამიტს „ჩვენი მომავლის უზრუნველსაყოფად“, რომელიც მიეძღვნა ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიის ფონზე. ღონისძიებას ევროპელი ლიდერები, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.  

მსგავსი სიახლეები