"თავს სუსტად გრძნობს, აქვს გადაადგილების სირთულეები" - თემურ ქათამაძის მდგომარეობა დამძიმდა

03.03.25 11:39
"თავს სუსტად გრძნობს, აქვს გადაადგილების სირთულეები" - თემურ ქათამაძის მდგომარეობა დამძიმდა

ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის მდგომარეობა დამძიმდა. უკანონო პატიმარი 47 დღეა შიმშილობს. სიტუაციას ართულებს ის ფაქტი, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოხატვა სამედიცინო მეთვალყურების გარეშე მიმდინარეობს. ქათამაძე უარს ამბობს სამედიცინო გამოკვლევებზე, რადგან რეჟიმი დაჩქარებული წესით ცდილობს, დაასრულოს სასამართლო პროცესები და ბათუმელი მედროშე თურქეთში გააძევოს, სადაც მას სამოქალაქო აქტივიზმის  და ქართულ დიასპორაში მუშაობისთვის პატიმრობა ემუქრება.

ქათამაძე დღეს მისმა ადვოკატმა მოინახულა, რომელსაც სინდისის პატიმარმა უთხრა, რომ კუნთები დასუსტებული აქვს და გადაადგილება უჭირს. 

თავს სუსტად გრძნობს, აქვს გადაადგილების სირთულეები და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში უკვე დათანამხდება სამედიცინო კლინიკაში გადაყვანაზე, რადგან ამ ვადის შიმშილობის გათვალისწინებით მას აღენიშნება წონაში მნიშველოვანი კლება, საუბარია 20 კგ-ზე მეტ კლებაზე, რაც უარყოფითად აისახება მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ მას აქვს უახლოეს მომავალში პროცესები სასამართლოში ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში ის თავს კარგად გრძნობდეს, შეძლოს სასამართლო პროცესებზე დასწრება და საკუთარი პოზიციის ზეპი სხდომაზე დაფიქსირება, - ამბობს მარიამ გაბროშვილი.

თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ საუბრობს მისი მეგობარიც. 

ის საგრძნობლად არის წონაში დაკლებული. მან მითხრა, რომ რამდენიმე დღეში უკვე ვეღარ შეძლებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. შიმშილობა გრძელდება და სამწუხაროდ, ის არ წყვეტს ამ შიმშილობას და უფრო მეტად ამძიმებს მდგომარეობას ის, რომ არ მიმდინარეობს არანაირი სამედიცინო მონიტორინგი. ასევე, თემურ ქათამაძე აცხადებს, რომ ის არის ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი, მასზე მიმდინარეობს ყველანაირი მეთოდებით ზეწოლა, რომ აღარ გააგრძელოს შიმშილობა. ამავდროულად, ის განსაკუთრებულ მადლობას უხდის გულშემატკივრებს, განსაკუთრებუთ სტუდენტებს, ცრემლიც ვერ შეიკავა, როდესაც ტელევიზორში ხედავს მათ, ეფერება თითოეულ მათგანს. ის აცხადებს, რომ სასამართლო უკვე ჩაუნიშნეს ლტოლვისი სტატუსთან დაკავშირებით და ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მალე ჩაატარონ სასამართლო პროცესები, რომ დროულად მოიშორონ, გააძევონ თურქეთში, სადაც მას ემუქრება ასევე დევნა პოლიტიკური ნიშნით. ამიტომ, მაქსიმალური ყურადღება უკვე გავამახვილოთ, - ამბობს აკაკი გვიანიაძე. 

ცნობილი ხდება, რომ თურქეთიდან საქართველოში ჩამოსვლას გეგავს თემურ ქათამაძის შვილიც, რომელსაც სურს, მამას გვერდში დაუდგეს და მის სასამართლო პროცესებს დაესწროს. 

მსგავსი სიახლეები