ნაკლები დრო უნდა დავხარჯოთ პუტინზე ფიქრისთვის- დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს იმაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი აქვს, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ფიქრია.
როგორც ის სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს, “მეტი დრო უნდა დაეთმოს ფიქრს იმ ადამიანებზე, რომლებიც აშშ-ში ფსიქიატრიული დაწესებულებიდან შედიან, რათა მათაც ისე არ დაასრულო, როგორც ევროპამ!“
ნაკლები დრო უნდა დავხარჯოთ პუტინზე ფიქრისთვის და მეტი დრო დავუთმოთ ფიქრს მოძალადე მიგრანტებზე, ნარკობარონებზე, მკვლელებსა და იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ფსიქიატრიული დაწესებულებიდან შემოდიან, რათა ისე არ დავასრულოთ, როგორც ევროპამ!“ - წერს ტრამპი .