ჩვენი მიზანია, პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან მივიყვანოთ - რუბიო
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ყველა ღონეს ხმარობს. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ს მიზანია, პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვან, რომელშიც მთავარი მომლაპარაკებელი სწორედ ამერიკა იქნება.
მარკო რუბიო იმედოვნებს, რომ ყველაფრის გადატვირთვა მოხდება. ის მიიჩნევს, რომ საჭიროა რუსეთის პოზიციის მოსმენა, რა გზით ესახება ომის დასრულება.
იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფრის გადატვირთვა მოხდება. იმედი მაქვს, ის მიხვდება, რომ ჩვენ რეალურად ვცდილობთ დავეხმაროთ მის ქვეყანას აქ, სანამ ვხედავთ ათასობით მსხვერპლს უკრაინაში. ჩვენ ვცდილობთ ომის დასრულებას. თქვენ ვერ დაასრულებთ ომს, სანამ ორივე მხარე არ დადგება მაგიდასთან, დაწყებული რუსებით. ჩვენ უნდა მივიყვანოთ [რუსეთი] მაგიდასთან. თქვენ არ აპირებთ მათ მაგიდასთან მიყვანას, თუ მათ სახელებს უწოდებთ, თუ ანტაგონისტი ხართ. მისმინეთ, ჩვენ სამი წელი გავატარეთ ვლადიმერ პუტინის სახელების დარქმევაში. ეს არ არის ახლა საქმე. ჩვენი მიზანი არის ის, რომ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიყვანოთ.
აქ არავინ ამტკიცებს, რომ ვლადიმირ პუტინი წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას მიიღებს. ან, რომ ის არის კაცი, რომელმაც უნდა უხელმძღვანელოს ჰუმანიტარული ასოციაციას. რასაც ჩვენ ვამბობთ არის ის, რომ ის მართავს უზარმაზარ ქვეყანას. ისინი სრულ საომარ მზადყოფნაში არიან. ისინი მშვიდობის ფონზე ახლა იარაღს ამზადებენ ომისთვის. ჩვენ გვჭირდება გავარკვიოთ, რა გზით შეიძლება შეჩერდეს ომი. ამის ერთადერთი გზა არის რუსების ჩართვა მოლაპარაკებებში. ის, რაც ევროპელებმა ვერ მოახერხეს, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ მოახერხა ან არც კი სცადა. ეს არის ჩვენი მიზანი. ასე მარტივად. შეგვიძლია ვცადოთ მათთან დაჯდომა და გარკვევა, რა მოთხოვნები აქვთ რუსებს? რა პირობებით ისურვებდნენ ისინი ომის შეჩერებას? როგორც ვთქვი, ჩვენ ეს არ ვიცით, რადგან მათთან 3 წელია არ გვიასაუბრია, - განაცხადა რუბიომ.