"თავხედობაა" - მოსკოვი ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილებამ წყობიდან გამოიყვანა

03.03.25 13:51
"თავხედობაა" - მოსკოვი ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილებამ წყობიდან გამოიყვანა

ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილებამ, უკრაინაში სამშვიდობო ჯარები განათავსოს, კრემლი წყობილებიდან გამოიყვანა. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ნაბიჯს "თავხედობას" უწოდებს და ამტკიცებს, რომ ევროპელებს უკრაინაში ომის გაგრძელება სურთ.

ამასთან, ლავრორი დონალდ ტრამპს და მის ადმინისტრაციას აქებს და ამბობს, რომ ისინი საღი აზრით ხელმძღვანელობენ. 

ევროპელი ლიდერების გეგმები უკრაინაში სამშვიდობოების შემოყვანის შესახებ არის თავხედობა, რაც რუსეთის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად კიევის რეჟიმის მიქსევაა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ყველაფერი ესმის. მისი თქმით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, როდის დარეგულირდება კონფლიქტი. შეგიძლიათ განიხილოთ ეს საკითხი, მაგრამ მხარეთა თანხმობა იქნება საჭირო. ის სწორად იქცევა. ახლა, ჯო ბაიდენის ვადის შემდეგ, მოვიდა ხალხი, ვისაც სურს იხელმძღვანელოს საღი აზრით. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ უნდათ ყველა ომის დასრულება, უნდათ მშვიდობა. ვინ ითხოვს ბანკეტის გაგრძელებას ომის სახით? - ევროპა, - თქვა ლავროვმა.