დიდი ბრიტანეთი მზად არის, დახუროს საჰაერო სივრცე უკრაინის თავზე სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველსაყოფად - Sky News

03.03.25 15:42
დიდი ბრიტანეთი მზად არის, დახუროს საჰაერო სივრცე უკრაინის თავზე სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველსაყოფად - Sky News

პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თქვა, რომ ჯარების გარდა, ქვეყანა მზადაა, უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის დადებული სამშვიდობო შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად  ომში მყოფი ქვეყანა ავიაციით უზრუნველყოს. 

გაერთიანებული სამეფო მზად არის, მხარი დაუჭიროს ამას ჩექმებით მიწაზე და თვითმფრინავებით ჰაერში. ევროპამ ყველა მძიმე ტვირთი საკუთარ თავზე უნდა აიღოს, - თქვა მან.

მან ასევე დაამატა, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა "ამჟამად აძლიერებს სამშვიდობო მისიის დაგეგმვას" რეალურ დროში.