გერმანიაში, ქალაქ მანჰაიმის ცენტრში, ავტომობილი ხალხში შევარდა - არის მსხვერპლი

03.03.25 18:16
გერმანიაში, ქალაქ მანჰაიმის ცენტრში, ავტომობილი ხალხში შევარდა - არის მსხვერპლი

გერმანიაში, ქალაქ მანჰაიმის ცენტრში ავტომობილი ხალხში შევარდა -  დაღუპულია სულ მცირე 2 ადამიანი 25 დაშავდა.

გერმანული გამოცემა Bild-ი  წერს, რომ დაშავებულთაგან 15 მძიმე მდგომარეობაშია. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი შავი ჯიპი გერმანიის ქალაქ მანჰაიმში კარნავალის სეზონის აღსანიშნავად შეკრებილ მოქალაქეებს შეეჯახა.

მძღოლი უკვე დაკავებულია. 

ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ შენობაში და მოერიდონ ქალაქ მანჰაიმის ცენტრს. ადგილზე პოლიცია საგამოძიებო ოპერაციას ამ წუთებშიც ატარებს.